მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა - რა გახდა მიზეზი?

ნიდერლანდები
BM. GE
23.08.25 13:59
648

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი მთავრობის სხვა წევრებთან ისრაელის საკითხზე შეუთანხმებლობის გამო გადადგა. პირველ დიპლომატს სურდა, რომ მიმდინარე ომის ფონზე ნიდერლანდებს ისრაელის მიმართ გაცილებით მკაცრი ზომები მიეღო, თუმცა სამთავრობო კაბინეტმა ველდკამპის ინიციატივა არ გაიზიარა.

აწ უკვე ყოფილი მინისტრის მიერ წარდგენილი ინიციატივა ისრაელური პროდუქტის იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას და სავაჭრო შეთანხმებების შეჩერებას მოიცავდა. ველდკამპი თვლიდა, რომ ღაზას სექტორსა და იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე არსებული ვითარების გამო, ნიდერლანდებს თავისი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა და ისრაელისთვის მკაფიო სიგნალი გაეგზავნა, თუმცა სამთავრობო კაბინეტმა მისი მოსაზრება არ გაითვალისწინა. სწორედ აზრთა სხვადასხვაობას მოჰყვა გადადგომაც.

აღსანიშნავია, რომ ველდკამპის წასვლის შემდეგ მინისტრის პორტფელი სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიის, ახალი სოციალური კონტრაქტის სხვა წევრებმაც დატოვეს. ამან ისედაც სუსტი მთავრობა დაშლის საფრთხის წინაშე დააყენა. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში კოალიცია სრულად ჩამოიშალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები