მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა - tv პირველი

დავით სოლომონია
30.11.24 17:14
1691

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა, დავით სოლომონიამ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას tv პირველი ავრცელებს.

ვგმობ ნებისმიერი ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას - წერია წერილში, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა.

"საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას.

დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა. მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა.

ვგმობ ნებისმიერი ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას", - ნათქვამია "პირველების" მოპოვებულ დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები