მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდებში ენდი უორჰოლის ორი ნახატი მოიპარეს

ენდი უორჰოლის ორი ნახატი მოიპარეს

ამერიკელი ხელოვანის ენდი უორჰოლის ორი ნამუშევარი ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციაში MPV-ის გალერეიდან მოიპარეს. დამნაშავეებმა უორჰოლის “დედოფლის” ორი ეგზემპლარი წაიღეს, რომლებზეც გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელიზაბეტ მეორე და დანიის დედოფალი, მარგრეტ მეორე იყვნენ გამოსახული.

ადგილობრივი სამართალდამცველების განცხადებით, სავარაუდოდ იყო აფეთქება, რადგან დაზიანებულია, როგორც გალერეა, ისე მიმდებარე შენობებიც.

ნიდერლანდური მედია NOS-ის ინფორმაციით, სერიის დარჩენილი ორი ნახატი, რომლებზეც ნიდერლანდების დედოფალი ბეატრიქსი და შვეიცარიის დედოფალი ნტომბი ტფვალა იყვნენ გამოსახული, დამნაშავეებმა გატაცების დროს გზად დატოვეს, რადგან მანქანაში ვერ ჩაატიეს.

ცნობისთვის, ოთხივე დედოფლის ნახატი უორჰოლმა საკუთარ გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 1985 წელს შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები