ნიგერის ხელისუფლებამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მარსის მეტეორიტის სოთბის $5 მილიონად გაყიდვის შესახებ გამოძიება დაიწყო.
როგორც სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, უიშვიათესი მარსული ქვა, რომელიც თავისი წონითა და ზომით დედამიწაზე ერთადერთია, უკანონოდ ჩაიგდეს ხელში.
ნიგერში ეჭვობენ, რომ 24-კილოგრამიანი მარსული ქვა, რომელიც 2023 წელს, საჰარას უდაბნოში აღმოაჩინეს, ჯერ მემკვიდრეობის კანონის დარღვევით იტალიაში მოხვდა, შემდეგ კი ნიუ-იორკის აუქციონზე აღმოჩნდა. ნიგერში დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურნენ სოთბის წარმომადგენლებიც და განმარტეს, რომ მათთვის მიწოდებული დოკუმენტაცია სრულიად გამართული იყო და არავითარ ეჭვს არ იწვევდა.
ნიგერის პრეზიდენტმა, აბდურაჰმან ტიანმა ქვეყნიდან ძვირფასი და ნახევრად-ძვირფასი ქვების ექსპორტი დროებით აკრძალა. მთავრობაში ფიქრობენ, რომ ასე კვალის დადგენა გამარტივდება. ნიგერის ხელისუფლებამ პროცესში UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც ჩართო და საერთაშორისო ორგანიზაციას დახმარება სთხოვა.




























