მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიგოზას ქარის სადგურის მშენებლობა ხელმოწერიდან შვიდ თვეში დაიწყება - ბოჭორიშვილი

641064a668e6f
თამთა ჯიჯავაძე
14.03.23 22:34
924
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზასთან, ნადარბაზევის ტბის მიმდებარედ, ქარის ელექტროსადგურის პროექტი მთავრობასთან ხელშეკრულების ხელის მოწერის ბოლო ეტაპზეა. ინვესტორი თურქული კომპანია „ჩალიკ ენერჯია“, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში ეკონომიკის  მინისტრის  ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილია.

როგორც ბოჭორიშვილმა BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას თქვა, ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში, რომელზეც შეთანხმებას მიაღწიეს.

„ეს არის 50-მეგავატიანი პროექტი. თითქმის ბოლო ეტაპზე ვართ. ინვესტორი ერთ-ერთი მსხვილი თურქული კომპანია „ჩალიკია“, რომელიც აქტიურად იყო წარმოდგენილი თბოელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით. ესეც ერთ-ერთი მათი პროექტი იქნება ჩვენს ქვეყანაში. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ იქნება ბოლო და გაიზრდება ინვესტიციის მოცულობა მათი მხრიდან.

პროექტი მთავრობასთან ხელშეკრულების ხელის მოწერის ბოლო ეტაპზე. ხელმოწერის შემდეგ კი შვიდ თვეში დაიწყება მშენებლობა, მანამდე იქნება მოსამზადებელი სამუშაოები, შესყიდვების და ფინანსირების კუთხით. ხოლო უკვე შვიდ თვეში ხელმოწერის შემდგომ შეგვიძლია მშენებლობის დაწყება. მშენებლობის დაწყებიდან კი მაქსიმუმ ერთ წელიწადში ჩვენს ქვეყანას დაემატება ახალი ენერგორესურსი“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება ინვესტიციას, მისივე თქმით, მისი მოცულობა $80 მლნ-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები