მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკა გაგუა ლარის კურსზე: ეს არის მერყეობები, რომლის თავიდან აცილებაც რთულია

5ce7967f044b5
დავით ჯალაღონია
24.05.19 11:00
1109

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ლარის გაუფასურების პარალელურად მთავრობისა და ეროვნული ბანკის პასუხი არის ლარიზაციის პოლიტიკა.

"ბუნებრივია, ლარის მერყეობა ბოლო პერიოდში დიდი ყურადღების საგანია. თქვენ ადევნებთ თვალს ბოლო დინამიკას. საგარეო ფაქტორებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს - მინდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად მცირდება და შარშან გვქონდა მნიშვნელოვანი შემცირება და წელს შესაძლოა, რეკორდულად დაბალ დონეზე ჩამოვიდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია შევხედოთ, ბოლო პერიოდში ევრო დოლართან როგორ მერყეობს. დოლარი პრაქტიკულად ისევე გამყარდა ევროსთან, როგორც ლართან. საუბარი ზედმეტია თურქეთში არსებულ მდგომარეობაზე. ბუნებრივია ეს არის ისეთი მერყეობები, რომელიც ხდება და რომლის თავიდან აცილებაც საკმაოდ რთულია. მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ლარიზაცია. აღნიშნული რყევებისგან საზოგადოება უნდა იყოს დაცული. ამის ყველაზე სწორი, ეფექტური, აკადემიური პოლიტიკა არის ლარიზაცია, რომელიც ყველამ ერთობლივად უნდა განვახორციელოთ, მათ შორის მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საფინანსო სექტორმა", - განუცხადა გაგუამ ჟურნალისტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები