მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკა გამყრელიძემ "ევექსის" გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა და სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლა

5c585b3d2fa16
BM.GE
04.02.19 19:32
7148
ნიკოლოზ გამყრელიძემ „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა.

გამყრელიძე კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თამვჯდომარის პოსტიდან გააგრძელებს უმსხვილესი კლინიკების ქსელის კურატორობას. ეს პოსტი მას ირაკლი გილაურმა დაუთმო.

წასვლამდე „ევექსში“ მასშტაბური რეორგანიზაცია განხორციელდა. 2018 წლის 1 ნოებრიდან დაწყებული ცვლილებების შედეგად, „ევექსს“ შეერწყა მასთან აფილირებული კლინიკები.

რეორგანიზებულ კომპანიას კი, უკვე 2 თანაბარუფლებიანი დირექტორი მართავს: გიორგი მინდიაშვილი და გიორგი გორდაძე.

„ევექსის“ 100% „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ, ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული. კომპანიის საწესდებო კაპიტალი 509 მლნ ლარზე მეტია.

წყარო: GBC

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები