საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ვიზიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ეხმაურება:
"უკვე თითქმის 7 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არანაირი პოლიტიკური პოსტი არ დამიწერია. მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა საქართველოში შეუძლებელია ნორმალურმა, პატივმოყვარე ადამიანმა ურეაგიროდ დატოვოს.
ამ მომენტში არ ვარ საქართველოში და სიბრაზისგან სად წავიდე არ ვიცი. ეს ის მომენტია, როდესაც ყველანაირი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა განსხვავებები გვერდზე უნდა გადადოს ყველამ და ერთად დადგეს ამის გასაპროტესტებლად"-წერს სოციალურ ქსელში ნიკა გილაური.

























