მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკა გილაურმა ჯიბუტის ხელისუფლებას საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნო

58624bbc5d248
BM.GE
27.12.16 15:07
1516
Reformatics-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ნიკა გილაური ჯიბუტის რესპუბლიკას ეწვია და ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

სემინარის ორგანიზატორი მსოფლიო ბანკის ჯგუფი იყო, ნიკა გილაური კი მთავარ მოდერატორად მსოფლიო ბანკის დირექტორმა მიიწვია ეგვიპტეში, იემენსა და ჯიბუტში.
„ჯიბუტი პატარა ქვეყანაა, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით და მწირი ნატურალური რესურსებით, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ 10 წლის წინანდელ საქართველოს. საქართველოსა ჯიბუტს შორის გამოცდილების გაზიარების და სამომავლო თანამშრომლობის დიდი პოტენციალია, რათა ქვეყანა იქცეს რეგიონალურ ჰაბად და მიმზიდველ მიმართულებად ბიზნესის საკეთებლად“, - განაცხადა გილაურმა.

ნიკა გილაურის პრეზენტაცია კონცენტრირებული იყო ქვეყნის საინვესტიცო გარემოს გაუმჯობესებაზე, მის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ეკონომიკის სტიმულირებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები