მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკა გილაურმა ყაზახეთის პრემიერთან ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმები განიხილა

5867818ea2224
BM.GE
31.12.16 14:00
1629
Reformatics-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ნიკა გილაურმა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან სამომავლო და გატარებული რეფორმები განიხილა.

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში მიმდინარე წელს ყაზახეთმა საკუთარი რეიტინგი გაიუმჯობესა და 35-ე ადგილი დაიკავა. 2015 წელს მსოფლიო ბანკის რეიტინგში ქვეყანა 77-ს ადგილს იკავებდა. Reformatics-ის კონსულტაციით, 2014 წლიდან , გატარებული რეფორმების შედეგად, ქვეყანამ ბოლო ორ წელში რეიტინგში მკვეთრი წინსვლა განიცადა.

„ჩვენ მოიუთმენლად ველოდებით ყაზახეთის მთავრობასთან მუშაობის გაგრძელებას 2017 წელს, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ყვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები