მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს - Amnesty International

6284f1861282a
მარიამ ვარადაშვილი
18.05.22 17:21
579
Amnesty International "მთავარი არხის" დირექტორის დაკავებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ორგანიზაციის დირექტორი მარი თრაზერსი თავის განცხადებაში ნიკა გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი სამართლებრივი დევნა ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციის გამო მოხდა.

"ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდება პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებირივი დევნის აშკარა აქტია, განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლებისადმი მისი კრიტიკული მოსაზრებების გამო. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. Amnesty International შეშფოთებულია ამ საქმის პოლიტიკური მოტივით, რაც შეიქმნა გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები