მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გვარამია "მთავარ არხს" აღარ უხელმძღვანელებს

6494b3aa3a29a
ალა ისპირიანი
23.06.23 00:40
8139
რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა გვარამიამ განაცხადა, რომ მისი სურვილია, არხს გიორგი გაბუნიამ უხელმძღვანელოს.

"არ ვაპირებ მთავარ არხს ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ახლა ვარ. მთავარი არხი გადარჩა, აჩენა რომ ის ჩემ გარეშე თავისუფალ ცურვაში თავს მშვენივრად გრძნობს -უკეთესად ვიდრე ჩემ პირობებში.

მე რასაც გავაკეთებ მთავარი არხისთვის ეს არის მისი ფინანსური კრიზისიდან გამოყვანა, მაგრამ მთავარ არხს უხელმძღვანელებს ის ვინც ახლაც ხელმძღვანელობს - ეს არის გიორგი გაბუნია. პირველ რიგში რასაც გავაკეთებ, ამ წინადადებით სამეთვალყურეო საბჭოს მივმართავ", -განაცხადა მან. 

რაც შეეხება, იქნება თუ არა ის "მთავარ არხზე" გადაცემის წამყვანი, გვარამიამ თქვა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები