მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკა გვარამია: სტრაბსურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია

5d3043a127c26
ლიკა გურაბანიძე
18.07.19 14:08
1237

„რუსთავი 2“ - ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა. გვარამია მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია.


„რუსთავი 2"-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ, არყოფნას. ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია; ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს -  გადაწყვეტილება წარმოუდგენელია. მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება.

ამ უფლებას გამოვიყენებთ. მე ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, მაგრამ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი არასწორ ინტერპრეტაციას. არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას სრულად, თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში, ეს შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი - დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, თოდუას, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას,“ - განაცხადა გვარამიამ.


მისივე განმარტებით, დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.

„დროებითი ღონისძიება გაუქმდა იმიტომ, რომ ის წაბმული იყო „რუსთავი 2"-ის მოთხოვნაზე, რომელიც სრულიად გაურკვევლად ჩვენთვის დაუშვებლად იქნა ცნობილი, მე ვიტყოდი, რომ სამართლებრივად სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ იგივე სასამართლოს მეორე კოლეგიამ „რუსთავი 2“-ის მოთხოვნას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უპასუხა რევოლუციური გადაწყვეტილებით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ პირველად ისტორიაში თქვა, რომ ვიღებ დროებით ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმიტომ, რომ ვხედავ დასაბუთებულ შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლების.

ეს თქვა ერთმა პალატამ და მეორე პალატამ თქვა, რომ ეს პალატა ნულოვანი კვალიფიკაციისაა იმიტომ, რომ ამ საკითხს საერთოდ არ ვიხილავ და ეს საკითხი არის ღიად დაუსაბუთებულიო, მე ვიტყოდი, რომ სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება, შიგნით სასამართლოს ურთიერთმიმართების კუთხით, თუმცა ეს არ არის ჩემი კომპეტენციის საკითხი, მე შემიძლია მხოლოდ შევაფასო ეს საკითხი და ცხადია, რომ არ დავეთანხმო მეორე პალატის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

სასამართლომ დავის არცერთ პუნქტზე დარღვევა არ დააადგინა. 

"რუსთავი 2" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობას სამი მუხლის დარღვევაზე ედავებოდა. სასამართლო მიუთითებს, რომ მან ქართულ სასამართლოებში დავის განხილვის პროცესში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ვერ დაადგინა. 

ამასთანავე, სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას - "პანორამას" მიაკუთვნა. 

საქმეზე დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები