მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკა გვარამიას 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, სასამართლომ დამნაშავედ ცნო "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა, გვარამიას 8 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა.

ნიკა გვარამიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

მანამდე ნიკა გვარამიას მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო, რომელიც, სასამართლოს ცნობით, ბრალდებულმა კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. ამის საფუძველზე გირაო პატიმრობით შეეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები