მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკა გვარამიას სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

გვარამია

თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

ცნობისთვის, გვარამია ორი დღის წინ პარტია “დროას” ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დააკავეს. ის ოფისში შესვლას და ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა, რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები