მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებით შეშფოთებულები ვართ - პოლონეთის საგარეო

628384048ac0e
მარიამ ვარადაშვილი
17.05.22 15:17
777
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

“პოლონეთი შეშფოთებულია ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებით. ის არის ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი და ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პირი. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს როგორც კანონის უზანაესობის აღქმაზე, ასევე საქართველოში მედიის თავისუფლებაზე”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები