მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა მანჯგალაძე: საქართველოში წერტილი უნდა დაესვას პროტექციონიზმს

64148ed604275
თელარა გელანტია
18.03.23 09:30
1420
ტურისტული კომპანია “Travelshop”-ის და სასტუმრო “The 10” დამფუძნებლის და დირექტორის ნიკა მანჯგალაძის აზრით, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის საქართველოს, პირველ რიგში, სტაბილურობა სჭირდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

- საქართველოს სჭირდება სტაბილურობა. სტაბილურობას მოაქვს ინვესტიცია, სტაბილურობას მოჰყავს ტურისტი ქვეყანაში, სტაბილურობას მოაქვს რეინვესტირების სურვილი, სტაბილურობას მოაქვს მომავლის იმედი, რომლითაც გინდა, მეტი გააკეთო; როდესაც ხედავ, რომ შენ რაც გააკეთე დაგიფასდა და არანაირმა შიდა დესტრუქციულმა ფაქტორმა არ გაგინადგურა ის, რაზეც ბევრი წელი მუშაობ.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- წერტილი უნდა დაესვას პროტექციონიზმს, რაც ყველგან არის და სამწუხაროა ეს ფაქტი; ამასობაში ძალიან ბევრი კარგი კადრი იკარგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები