პარტია "ახლის" თანადამფუძნებელ ნიკა მელიასაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. პატიმრობის გარდა, ნიკა მელიას ასევე ორი წლის განმავლობაში შეეზღუდა პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება. ასევე, 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელის გამო. ცნობისთვის, 2019 წლის განაჩენით, მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ.
ცნობისთვის, ბოლო დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, მელიას გარდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7-8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც. მათ შორის მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს.




























