მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკა ნანუაშვილი "ოქროს სიის" შეღავათის გაუქმებაზე: ბიზნესს ორცხობილა წაართვეს

5cf8f3fee18d4
BM.GE
06.06.19 15:06
1467
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, "ოქროს სიის" წევრი კომპანიებისთვის საშეღავათო დროის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ცოტა კარგად რომ განვმარტოთ, რას ნიშნავს ე.წ. "ოქროს სია", ან რატომ სარგებლობ(დნ)ენ ამ სიის მონაწილეები საბაჟო პროცედურებისას გარკვეული შეღავათებით: ოქროს სიის მონაწილის სტატუსს კომპანია იღებდა იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის გადასახადი გადახდილი ჰქონდა თითქმის 1 მილიონ ლარამდე, დეკლარირებული საქონელის ღირებულება აღემატებოდა 5 მილიონ ლარს და რაც მთავარია, არ უფიქსირდებოდა საგადასახადო დავალიანება და ა.შ.

ანუ, ეს იყო ერთგვარი "წამახალისებელი" ორცხობილა მათთვის, ვინც მხოლოდ მსხვილი იმპორტიორი კი არ იყო, არამედ ამავდროულად "კარგადაც იქცეოდა", ანუ, მათთან სამართალდარღვევების რისკი და შესაბამისად, ადმინისტრირების ხარჯი ნაკლები იყო.

ამ ორცხობილის წართმევის გამართლება იმით, რომ აი, მცირე და საშუალო ბიზნესი იჩაგრებოდა, მე მაპატიეთ და არის ის, რაც არ უნდა იკადრო, ოდესმე ბიზნესთან ახლოს თუ ჩაგივლია?", - წერს ნიკა ნანუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები