სპორტული ტანსაცმლის უდიდესმა კონცერნმა ინოვაციური აპლიკაციის შექმნა გადაწყვიტა.
Nike Fit-ის დახმარებით, ინტერნეტით პროდუქციის გამოწერამდე, სმარტფონით ფეხების დასკანირების შემდეგ, ე.წ. გადიდებული რეალობის ინსტრუმენტის ფუნქციით, ფეხსაცმლისა და მომხმარებლის ზუსტი ზომის დადგენა იქნება შესაძლებელი.
ახალი აპლიკაცია სმარტფონებში ზაფხულში გამოჩნდება. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ინოვაცია ონლაინ გაყიდვებს გააუმჯობესებს.
ნაიკის წარმომადგენელმა მაიკლ მარტინმა აპლიკაციის პრზენტაციაზე განაცხადა, რომ Nike Fit კლიენტების უდიდეს პრობლემას მოაგვარებს.
‘"ყოველი მესამე ფეხსაცმელი, რომელიც ინტერნეტით არის ნაყიდი კომპანიაში უკან ბრუნდება, ეს აპლიკაცია ამ საკითხს დაარეგულირებს” -აღნიშნა მან.
როგორც მაიკლ მარტინმა განაცხადა, ნაიკის კვლევებით, მსოფლიოს მაშტაბით, ადამიანების 60% არასწორი ზომის ფეხსაცმელს ატარებს.

























