სარბოლო ფეხსაცმელების ბაზარი არამხოლოდ სპორტის, არამედ ყოველდღიური მოხმარებიდან გამომდინარე მოდის ნაწილადაც დამკვიდრდა. სპორტსმენები აქტიურად იყენებენ ტურნირებში თავიანთი ბრენდის ფეხსაცმელებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ სპორტული სამოსების უმსხვილესი მწარმოებელი "ნაიკი" ამზადებს ე.წ. "ტექნოლოგიურ დოპინგს" ანუ ბოტასს, რომელიც შედეგს 4%-ით აუმჯობესებს. სხვადასხვა კვლევის შედეგად მსოფლიო მძლეოსნობის კომიტეტმა აღნიშნული ეკიპირება ნაწილობრივ დაბლოკა, თუმცა მას გარკვეულ ჩემპიონატებში მაინც იყენებენ.