მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Nike-ისა და Adidas-ის ტანსაცმლის მწარმოებელმა პანდემიის გამო მილიონობით დოლარი დაკარგა

61dadeb678896
სალომე ჭიპაშვილი
09.01.22 20:11
719
Shenzhou International-ის აღმასრულებელ დირექტორს, მა ჯიანრონგს, რომელიც Nike-სა და Adidas-ისთვის ტანსაცმელს ჩინეთის ქალაქ ნინგბოში აწარმოებდა, COVID 19-ის პანდემიის გამო ქარხნების მუშაობის შეჩერება მოუწია, რის შედეგადაც ბიზნესმენმა 752 მილიონი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ ჟურნალი Forbes წერს.

Shenzhou International სანამ საწარმოს შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებდა, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ქალაქ ნინგბოში, სადაც კომპანიის საწარმოებია განთავსებული, კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტების რაოდენობის ზრდის თავიდან ასაცილებლად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლოქდაუნი გამოაცხადა და მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. აქედან გამომდინარე მოხდა სწორედ მა ჯიანრონგის კომპანიის მხრიდან სპორტულის ბრენდების საწარმოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილების მიღებაც.

თუმცა Shenzhou International-ის ოფიციალურმა პირებმა პირობა დადეს, რომ მას შემდეგ, რაც რეგიონის ხელისუფლება კორონავირუსთან საბრძოლველად შემდგომ ზომებს გამოაცხადებს, კომპანია საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სიახლეებს გაავრცელებენ.

Shenzhou International აწარმოებს და შემდგომ ექსპორტს ახორციელებს ისეთი სპორტული ბრენდების, როგორიცაა Nike, Adidas და Uniqlo.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები