მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nike-მა NBA-ისა და WNBA-თან 12-წლიანი შეთანხმება გააფორმა

Nike NBA WNBA

ქალთა და მამაკაცთა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2037 წლამდე ამიერიდან “ნაიკის” ბრენდის მაისურებს მოირგებენ. ამერიკული სპორტული ტანსაცმელების ბრენდი შემოსვის გარდა პარტნიორი სხვადასხვა მერჩენდაიზების, კონტენტისა და მარკეტინგის შექმნის მიმართულებით გახდება.

“ნაიკი” NBA-ის პარტნიორია 1992 წლიდან, მაგრამ 2017/18 წლებში მერჩენდაიზერის მიმწოდებლის პოზიციაზე “ადიდასმა” ჩაანაცვლა. რაც შეეხება WNBA-ის, მათთან ამერიკული ბრენდი 1997 წლიდან თანამშრომლობს და 2022 წელს 75 მილიონად ხელშეკრულებაც გაახანგრძლივა.

ეს გადაწყვეტილება “ნაიკის” ხელმძღვანელობამ ორგანიზაციისთვის საკმაოდ ტურბულენტურ პერიოდში მიიღო, კერძოდ MLB-ის მოთამაშეებმა მაისურების ქსოვილზე დაიჩივლეს და კომპანიას მთელი რიგი ცვლილებების გატარება მოუწია, ასევე შეიცვალა “ნაიკის” CEO. ამ ყველაფერს დამატებული ფინანსური ხელმძღვანელის მეტიუ ფრიენდის განცხადება, რომლის მიხედვითაც მეორე კვარტალში ორგანიზაციის შემოსავლები 8-10%-ით შემცირდა.

პრობლემების მიუხედავად “ნაიკი” და “ჯორდანი” კალათბურთელებს შორის გაყიდული ფეხსაცმელების რაოდენობით ყველაზე დომინანტურ ფიგურებად რჩებიან. მაგალითისთვის, გასულ სეზონში NBA-ის მოთამაშეების 73,5%-ს “ნაიკის” ან “ჯორდანის” ფეხსაცმელი ეცვა, სიაში შემდეგი “ადიდასია” 10,6%-ით, ხოლო “პუმა” და “ნიუ ბალანსი” თანაბარი 2,7%-ით.

შეგახსენებთ, რომ “ნაიკის” კონტრაქტის ქვეშ ისეთ მოთამაშეებს შეხვდებით, როგორებიც ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, იანის ანტეტოკოუნმპო და სხვები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები