"ფორმულა 1"-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონის, ავიაკომპანია "ლაუდა ეარ"-ის დამაარსებლის ნიკი ლაუდას მცირე ავია-ფირმა Laudamotion Executive შვეიცარიულმა კომპანიამ შეისყიდა. ინფორმაციას შვეიცარიული მედია ავრცელებს.
გამოცემების ცნობით, ლეგენდარული მრბოლელის მიერ დაფუძნებული ფირმა, რომელიც ლაინერებს კერძო პირებზე აქირავებდა, უკვე ჟენევაში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელობაში გადავიდა.
ლაუდას Laudamotion Executive-ს 14 თვითმფრინავი ჰყავს, კომპანიაში 60 ადამიანია დასაქმებული. ბოლოს ის 20 მაისს გარდაცვლილ ლაუდას ჰოლდინგს, Niki-Lauda-Holding-ს ეკუთვნოდა.

























