მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიის სპონსორი გახდა

63443af880c7a
თელარა გელანტია
10.10.22 19:35
1901
Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას ოჯახი “ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიის” სპონსორი გახდა.

როგორც bm.ge-ის წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ განუცხადა, “მომავლის ბიჭის” ოჯახის დაფინანსებით, ყოველ წელს ერთი წალენჯიხელი მოსწავლე და ან სტუდენტი გრანელის სახელობის ყოველთვიურ, 100-ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

სტიპენდიატის შერჩევის კრიტერიუმებზე Bm.ge ნიკო კვარაცხელიას დედას ესაუბრა. იზა ომაძის თქმით, “ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიის” ბენეფიციარს “ტერენტობის” ორგანიზატორები შეარჩევენ.

“გრანელის სტიპენდიას ყოველ წელს სხვადასხვა მოსწავლე ან სტუდენტი მიიღებს ნიკოს სახელით”, - ამბობს იზა ომაძე.

შეგახსენებთ: “მომავლის ბიჭის” ოჯახის გადაწყვეტილებით, ასევე დაწესდა “ნიკო კვარაცხელიას სახელობის სტიპენდია”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები