მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ნიკო კვარაცხელია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

პროკურატურა ბესარიონ ჟვანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით უმკაცრესი ზომის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილი მიიჩნევდა, რომ ჟვანიას მიმართ წარდგენილი ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს გულისხმობს.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და შესაბამისად, უკვე მიმალულად ითვლება. მისივე თქმით, ჟვანია გამოძიების ფარგლებში რამდენჯერმეა გამოკითხული და თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული ჩვენება აქვს მიცემული. ასევე, როგორც ბრალდება ამტკიცებს, მან საგამოძიებო ორგანოებს სხვა მობილური ტელეფონი მიაწოდა და არა ის, რომელსაც სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენისას იყენებდა.

პროკურატურის შეფასებით, აღნიშნული გარემოებები მიუთითებს გამოძიებისთვის ხელის შეშლის რისკზე, რადგან ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნა შესაძლოა გამოყენებულ იქნას მტკიცებულებებზე ან მოწმეებზე ზემოქმედების მიზნით.

გია შაიშმელაშვილის თქმით, ბესარიონ ჟვანია დანაშაულის ჩადენის პერიოდში იმყოფებოდა ნასამართლეობის მდგომარეობაში. პროკურორის განმარტებით, იგი ახალი გათავისუფლებული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, როდესაც, ბრალდების ვერსიით, ახალი დანაშაული დაგეგმა.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ ბრალდებულისგან არსებობს დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების საფრთხეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები