საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი 5-წლიანი საპატიმრო სასჯელის მოხდას 21 ოქტომბერს დაიწყებს. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, მას პარიზის ლა სენტეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სამარტოო საკანში შეასახლებენ და წლებს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებს. პაემნის უფლება კვირაში სამჯერ ექნება, ამასთან, შეეძლება ციხის პერიმეტრზე დღეში ორჯერ გასეირნება.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი პარიზის კრიმინალურმა სასამართლომ 2007 წელს, მუამარ კადაფის მიერ მისი საპრეზიდენტო არჩევნების არალეგალურად დაფინანსების საქმეში დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ აქამდე საფრანგეთის არცერთი სხვა პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ მოხვედრილა. სარკოზი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, თუმცა განხილვა მომავალ წელს დაიწყება, შესაბამისად, სარკოზის, სულ მცირე, შობისა და ახალი წლის აღნიშვნა სამარტოო საკანში მოუწევს.
საფრანგეთის სასამართლოს განჩინებაზე, სარკოზის ბრალეულობასა და მუამარ კადაფის როლზე ვრცლად შეგიძლიათ შეიტყოთ ჩვენს მიმოხილვაში “სარკოზი, კადაფი და პრეზიდენტის გზა ციხემდე”

























