ნიკოლას დომინიკ ჰააგის ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:
ნიკოლას დომინიკის ჰააგმა 1980 წელს მიიღო ბაკალავრის დიპლომი ოქსფორდის უნივერსიტეტში, გეოგრაფიის განხრით. მას ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში მუშაობის 32 წლიანი გამოცდილება აქვს. 1980-1987 წლებში ის მუშაობდა Barclays Bank-ში კაპიტალის ბაზრებისა და პროექტების დაფინანსების მიმართულებით, იყო Barclays de Zoete Wedd-ის (BZW) ხელმძღვანელი; ის ათი წელი, 1989-1999 წლებში მუშაობდა Banque Paribas-ს კაპიტალის ბაზრების მიმართულებაში, თავიდან იყო გლობალური კერძო კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელის მოადგილე, მოგვიანებით კი გახდა უფროსი ბანკირი და ევროპის კლიენტების მომსახურების ხელმძღვანელი; 1999-2001 წლებში მუშაობდა ING Barings-ში ტექნოლოგიური ბანკინგის ჯგუფის მმართველ დირექტორად და გლობალურად ხელმძღვანელად; 2001-2007 წლებში იყო ლონდონში ABN AMRO-ს ტექნოლოგიური ბანკინგის გლობალური ხელმძღვანელი, გლობალური ნდობის მართვის კომიტეტის წევრი და უფროსი საკრედიტო კომიტეტის წევრი; 2008-2012 წლებში იყო Royal Bank of Scotland-ის და RBS Hoare Govett-ის მმართველი დირექტორი, ლონდონის კერძო კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი, გლობალური კერძო კაპიტალის მოზიდვის მართვის კომიტეტის წევრი. 2012 წლიდან არის მოსკოვის კრედიტ ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის უფროსი დამოუკიდებელი მრჩეველი, ხოლო 2013 წლიდან - მოსკოვის კრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ფინანსური კონსულტანტი კაპიტალის მოზიდვისა და სააქციო კაპიტალის გაცვლის მიმართულებით. 2012 წლიდან არის საკუთარი საკონსულტაციო კომპანიის Nicdom Limited -ის დირექტორი. ბატონი ჰააგი სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა 2013 წელს

























