მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნიკოლი“ მომხმარებელს ტანსაცმლის ახალ კოლექციას სთავაზობს

5f8833066da32
ვიქტორია მღებრიშვილი
16.10.20 00:10
1845
საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანია „ნიკოლი“-მ პანდემიის პერიოდში თიბისის მხარდაჭერით ისარგებლა და ტანსაცმლის დასამზადებლად თურქეთიდან საჭირო ქსოვილების იმპორტი განახორციელა.

როგორც ბანკიდან BM.GE-ის აცნობეს, „ნიკოლი“ თიბისის პროგრამა სტარტაპერის ბენეფიციარია.

„თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ამ რთულ პერიოდში ქსოვილის შემოტანა საქართველოში და ახალი კოლექცია შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს,“ - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა ნიკოლაიშვილი.

ცნობისთვის, ბავშვის ტანსაცმლის ადგილობრივი წარმოება კომპანიამ “ნიკოლი” 2017 წლიდან დაიწყო. „ნიკოლი“ ერთიდან ათ წლამდე ბავშვებისთვის წელიწადში რამდენიმე კოლექციას ქმნის, რომლის ნახვა და შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი და ბრენდის მაღაზიებშიც. დაარსებიდან დღემდე კომპანიის საწარმოსა და მაღაზიებში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. „ნიკოლის“ პროდუქციის შეძენა თბილისსა და ბათუმში, "თბილისი მოლში", "ისთ ფოინთში" და "ბათუმის მოლში" მდებარე ბრენდის საკუთარ მაღაზიებშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები