რამდენიმე წლის წინ ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი სათვალეების მწარმოებელი ბრენდი, ნიკოლო ბრეგა გამოჩნდა, რომელმაც ადგილობრივი მომხმარებლების დაინტერესება მალევე მოახერხა, გაფართოებას დღემდე განაგრძობს და ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო მომხმარებლების ყურადღებასაც იპყრობს. ნიკოლო ბრეგას წარმოებული სათვალეები ესპანეთის, იტალიის და ყველაზე დიდი რაოდენობით ამერიკის ბაზარზეა წარმოდგენილი. ახლახან ბრენდმა საათების წარმოებაც დაიწყო, რომელიც ექსპორტზე ამერიკაშიც გაიტანა.
ნიკოლოზ ბრეგაძე - "ნიკოლო ბრეგას" დამფუძნებელი