ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელს დოჰას საერთაშორისო ტურნირის 1/4 ფინალში, 3 სეტში სძლია - 3:6, 6:1, 7:5 და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
1/2 ფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიცს შეხვდება. მატჩი 13 მარტს გაიმართება.