მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ ჩხეტიანი: ვალების განულების პროგრამაზე დაიხარჯება იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება

5c04fda506385
BM.GE
03.12.18 14:10
3592
“ქართუ” ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი bm.ge-ისთან ამბობს, ე.წ. ვალდების განულების პროგრამაზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდიდან დაიხაჯება “იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება”.

ჩხეტიანის თქმით, ამ დროისთვის მობილიზებული თანხის მოცულობა 100 მილიონი ლარია.

კითხვაზე თუ რატომ არ ამოქმედდა ახალი ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეებს საკუთარი თავის გადამოწმების შესაძლებლობა ექნებოდათ, ჩხეტიანი პასუხობს, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ საკრედიტო ორგანიზაციებს მათთვის სიების მიწოდება არ დაუსრულებიათ.

“ვებ-გვერდი ტექნიკურად მზადაა, ველოდებით საკრედიტო დაწესებულებებიდან მოვალეთა სიების მოწოდებას. როგორც კი მივიღებთ სიებს, მაშინვე ავსახავთ ვებ-გვერდზე. პროცესი ორმხრივია და მეორე მხრიდან სიების მოწოდების გარეშე შეუძლებელია მათი მოსახლეობისთვის გაცნობა. როგორც კი დაიდება სიები, მაშინვე გავასაჯაროვებთ ვებ-გვერდს. მოქალაქეთა მიერ საკუთარი სახელის გადამოწმება რა თქმა უნდა საბანკო საიდუმლოების დაცულობის პრინციპით მოხდება', - განაცხადა ჩხეტიანმა.

სესხების განულება ე.წ. შავ სიაში არსებულ 600,000 მსესხებელს ეხება, რომელთაც ერთ წელზე უფრო მეტად ვადაგადაცილებული სესხები აქვთ. მთავრობისა და “ქართუს” ინფორმაციით, ამ სესხების პორტფელის ღირებულებაა 1.5 მილიარდი ლარი.

საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, ვალების ჩამოწერის პროგრამა ხელისუფლების მხრიდან სავარაუდოდ ამომრჩეველტა ხმების ყიდვას ემსახურებოდა.

"მთავრობა მოსახლეობას ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. საქართველოს 600 000 მოქალაქეს 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო საფინანსო უწყება დაუფარავს, რაც შესაძლოა გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს. ხმების ყიდვა აკრძალულია საარჩევნო სისხლის და სამართლის კოდექსებით,”- წერია ეუთო-ს დასკვნაში.

ხმების ჩამოწერის პროგრამის კანონიერებას მთავარი პროკურატურა სწავლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები