მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ ენუქიძე „ბაზისბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შეუერთდა

6368eec0b58f6
ნინო ტაბატაძე
07.11.22 16:10
1511
ნიკოლოზ ენუქიძე „ბაზისბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შეუერთდა.

ნიკოლოზ ენუქიძე ბანკის საბჭოში ოთხი წლის ვადით, დამოუკიდებელი წევრის სტატუსით შევიდა. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა ხუთიდან ექვსამდე გაიზარდა.

ენუქიძეს საბანკო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გასულ წლებში ხელმძღვანელობდა „საქართველოს ბანკს“; 2013 წლიდან შეურთდა თიბისი ბანკის ჯგუფს. 2019 წლიდან 2021 წლის მარტამდე იკავებდა თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC PLC) და სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციებს.

„ვითიბის ბანკ ჯორჯიას“ პორტფელის ნაწილის შეძენის შემდეგ „ბაზისბანკმა“ ბაზარზე პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა. 2022 წლის მესამე კვარტალის ანგარიშგებით, ბანკის მთლიანი აქტივების მოცულობა 2.908 მლრდ ლარია, რითაც  საქართველოს  უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულშია. 9 თვის წმინდა მოგება 42.1 მლნ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები