ბიუჯეტის პროექტი დოლართან მიმართებით 2,5-იან ლარის კურსზეა დაგეგმილი - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტის“ პირდაპირ ეთერში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს საბიუჯეტო პროცესისას არ აკეთებენ და საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვისას გამოიყენება მიმდინარე ლარის კურსი.
„შესაბამისად, ბიუჯეტში ჩადებული ლარის კურსი შეადგენს 2,5 ლარს ერთ დოლართან მიმართებით“,- განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას 2017 წლისთვის, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა მომავალ წელს 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, 2018 წელს კი 5%-იანს. ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, ეს მაჩვენებლების საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკვე შეთანხმებულია.

























