ნიკოლოზ გაგუა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (ASFA) მენეჯმენტს შეუერთდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ASFA ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ გაგუამ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიცია დაიკავა.
ნიკოლოზ გაგუა 2023 წლის სექტემბრამდე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, იქამდე კი საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტებს იკავებდა, ხოლო 2018 წელს ფინანსთა მინისტრის პოსტიც ეკავა.
ნიკოლოზ გაგუა ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს, ასევე Williams College-ის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს.
ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი (ASFA) წარმოადგენს ყაზახეთის მთავარ ფინანსურ ცენტრს, რომელიც 2018 წელს შეიქმნა. ფინანსურ ცენტრს სპეციალური იურიდიული სტატუსი გააჩნია და ის ყაზახეთში საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად შეიქმნა. სპეციალურ ფინანსურ ცენტრში რეგისტრირებულია 2700 კომპანია მსოფლიოს 78 ქვეყნიდან