მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ გაგუა: ბოლო წლებში, ასობით სახელმწიფო საწარმოს ოპტიმიზაცია განხორციელდა

5bf2b84e298d4
სალომე მეცხვარიშვილი
19.11.18 19:00
1226
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე წელში ასობით სახელმწიფო საწარმოს ოპტიმიზაცია განხორციელდა. ასე ეხმაურება ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვას, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში უფროდაუფრო უნდა შემცირდეს, რადგანაც ის ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად მოიაზრება. მაგალითად, უნდა შემცირდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რაოდენობა, რომლებიც ზოგიერთ ქვეყანაში სერიოზულ კონკურენციას უწევენ კერძო სექტორს.

IMF საქართველოზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების რაოდენობა საკმაოდ ბევრია და მყიფეა, რაც ფისკალურ რისკებს აჩენს, ხელისუფლება კი ამ რისკების შემცირებაზე ნაბიჯებს დგამს.

ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში დაიწყეს სახელმწიფო საწარმოების ფუნდამენტური ანალიზის კეთება, რომელიც საბიუჯეტო დოკუმენტაციის ნაწილია. მისივე განმარტებით, ეს ნაწილი IMF-ის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული.

„თუმცა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საწარმოების დოკუმენტაცია ძალიან გამჭვირვალედ წარმოვადგინეთ, ბუნებრივია, კონკრეტულ საწარმოებთან შეიძლება იყოს კითხვები მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძირითადად აღნიშნული საწარმოები მაღალი დოლარიზაციით გამოირჩევიან. თუმცა, ჩვენ სახელმწიფო საწარმოების მონაცემების გამოქვეყნებით და გამჭვირვალობით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ვართ მსოფლიოში.

ეს არის ის მიმართულება, რომელიც ყურადღების მიღმა არ არის და არ უნდა იყოს. არ მინდა ვთქვა, რომ აქ რაიმე ნეგატიურად არის შეფასებული IMF-ის მიერ. მას შემდეგ, რაც გამჭვირვალობის სტანდარტი ავწიეთ, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს აღნიშნულ სექტორში არსებული პოტენციური რისკების მართვა“,- აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.
მისი თქმით, საქართველოში არის დაახლოებით 150-მდე საწარმო, პრივატიზაცია კი ძირითადად მცირე საწარმოებით შემოიფარგლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები