მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკოლოზ გაგუა "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებაზე: გადაწყვეტილება არ გადაიხედება

5d316b5caa591
დავით ჯალაღონია
19.07.19 11:00
1014
საქართველოს მთავრობა "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განუცხადა.

"ოქროს სიასთან" დაკავშირებით გადაწყვეტილება არის შემდეგი – "ოქროს სია" არის, როგორც არის. "ოქროს სიის" კომპანიები რჩებიან, თუმცა გადავადების შეღავათზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკმაო პერიოდის წინ იქნა შეთანხმებული, იგივე სავალუტო ფონდთან. სავალუტო ფონდის პროგრამის ნაწილი იყო. ჩვენ ორი წლის განმავლობაში მოვახერხეთ ამ გადაწყვეტილების გადავადება, თუმცა წელს იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება და მისი გადახედვა არ იგეგმება.

ეს იყო საერთო შეთანხმება იმისათვის, რომ ჩვენ წარმატებული პროგრამა გვქონდეს სავალუტო ფონდთან. ეს იყო აბსოლუტური წინაპირობა იმისათვის, რომ 2017 წელს
სავალუტო ფონდთან პროგრამა დაგვეწყო", – აღნიშნა მან.

ცნობისთვის: IMF-ის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ გაწერა საკუთარი პირობები და დათქმები, რომელთა შესრულებასაც ის გეგმავს. მათ შორის მოხვდა ჩანაწერი "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტით ნათელი ხდება, რომ ამ სიის გაუქმებით მთავრობა იმპორტიორებისთვის პირობების გათანაბრების ნაცვლად, ცენტრალურ ბიუჯეტში 100 მლნ ლარის მობილიზებას გეგმავდა.

"რეფორმათა ფისკალური მხარდაჭერისთვის, ჩვენ გავზარდეთ გადასახადები თამბაქოზე და სამომავლოდ კვლავ ვგეგმავთ გადასახადების გაზრდას თამბაქოს სხვა ნაწარმზე. ჩვენ ასევე ვაუქმებთ გადასახადის გადამხდელთა ე.წ. „ოქროს სიისთვის“ შეღავათებს, რაც 100 მილიონი ლარის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს", - ნათქვამია საქართველოს ხელისუფლების განცხადებაში, რომელიც IMF-ის მეოთხე მიმოხილვის ნაწილს წარმოადგენს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები