მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ მაზანაშვილი ინვესტიციების შესახებ SOLO Talks-ის ფარგლებში მასტერკლასს გამართავს

63ff35b20fcc4
გიორგი თოლორდავა
01.03.23 15:36
1405

საქართველოს ბანკის SOLO მომხმარებელს 9 მარტს ეძლევა შესაძლებლობა SOLO Talks-ის ფარგლებში დაესწროს Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების მთავარი ანალიტიკოსის, ნიკოლოზ მაზანაშვილის მასტერკლასს ინვესტიციებისა და საფონდო ბირჟების შესახებ.

შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იქნება:

  • როგორ გამოიყენოთ საინვესტიციო კალკულატორი;
  • როგორ მოიძიოთ და შეაფასოთ ინდექსფონდები / ETF-ები;
  • სად ნახოთ დიდი ჰეჯ-ფონდების / აქტივების მმართველი კომპანიების პორტფელები (რა აქციები უკავიათ, რას ყიდულობენ და ყიდიან);
  • როგორ მიადევნოთ თვალი კომპანიების კვარტალურ ფინანსურ შედეგებს და ა.შ.

"რა ვიყიდოთ და რაში ჩავდოთ ინვესტიცია? - ეს შეკითხვა ბევრ დამწყებ ინვესტორს უჩნდება, განსაკუთრებით კი იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ გლობალურ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანია, ფონდი, ობლიგაცია და ინდექსია. ფინანსური ინსტრუმენტების სიჭარბე დაბნეულობას იწვევს, ამ შეხვედრის ფარგლებში კი ჩვენ სწორედ იმ საკითხზე ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია და წყაროები, რათა ინვესტირების პროცესში უკეთესი, უფრო რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ, რა თქმა უნდა, მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, SOLO Talk-ის მსმენელი გაიგებს იმასაც, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ მსოფლიოს წამყვანი ჰეჯ-ფონდებისა და საინვესტიციო ბანკების სტრატეგია, როგორ შეგვიძლია მათი პორტფელის გამოყენება და მსოფლიოს საუკეთესო ანალიტიკოსების პროგნოზების გათვალისწინება“, - ამბობს ნიკოლოზ მაზანაშვილი.

შეხვედრის დეტალები:
თარიღი: 9 მარტი
დრო: 19:00 სთ
ადგილი: SOLO ლაუნჯი, ჭავჭავაძის გამზ. №29

SOLO Talks-ზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარეთ აქ.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები