კომპანია ,,ნატახტრის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკშივილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკას წინსვლისთვის, სერიოზული გარღვევა ესაჭიროება.
„ჩვენი ეკონომიკური ზრდა 4%-5%-ის ფარგლებში მაინც იქნება თუ ისე გავაგრძელებთ, როგორც ახლა ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სერიოზული გარღვევა, გარღვევა ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენი მთელი რესურსი არის ადამიანური რესურსი, რომლის მობილიზება და კარგად მართვა შესაძლებელია”, -განაცხადა ხუნძაკიშვილმა გადაცემა ,,საქმიან დილაში”.
მისი თქმით, ფინანსური რესურსი ბევრია და ამ რესურსების მოზიდვა შესალებელია, თუკი იარსებებს კარგი გუნდი.