მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნიკორა ტრეიდი“ საწარმოო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით სეს-ის ინფორმაციას ეხმიანება

ნიკორა

„ნიკორა ტრეიდი“ საწარმოო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით სეს-ის ინფორმაციას ეხმიანება. როგორც bm.ge-ში კომპანიაში განუმარტეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდს“ რამდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით მიმართა. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“.
 
„ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა  სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და  მივაკვლიეთ ქათმის ფილე "გრაკოს", რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით  გვამარაგებდა კომპანია  "ჯეო დისტრიბუცია".

რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ მასშტაბი პრობლემის განვრცობის ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით  შესრულების მიზნით“, - აცხადებენ „ნიკორა ტრეიდში“.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ნიკორა ტრეიდის“ მზა საკვებიდან აღებულ ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები