მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ნიკორა ტრეიდის“ 120 მლნ ლარის ობლიგაციები - მხარდამჭერი თიბისი კაპიტალია

„ნიკორა ტრეიდმა“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-2 და ბოლო ტრანშის სახით, 60 მილიონი ლარის არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით წარმატებით განათავსა.

ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR3M + 3.50%-ით, ხოლო ვადა 5 წლით განისაზღვრა. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება. 2016 წლიდან ეს უკვე მე-8 წარმატებული ტრანზაქციაა, საიდანაც 7 სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. თიბისი კაპიტალისთვის წელს ეს მე-7 ტრანზაქციაა ფასიანი ქაღალდების ქართულ ბაზარზე.

სტუმრები: თინა სიმონიშვილი - თიბისი კაპიტალის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი;

თემურ ალექსანდრია - ნიკორა ტრეიდის აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები