სს ,,ნიკორას'' გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა სს ,,ნიკორას'' საწესდებო კაპიტალის ოდენობის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც კომპანიის საწესდებო კაპიტალი $3 250 000-ით შემცირდა. კომპანიამ გამოსყიდული 64 ცალი სახაზინო პრივილეგირებული აქცია გააუქმა.
ამჟამად, სს ,,ნიკორას'' საწესდებო კაპიტალი 6 740 588 ლარს და 9 650 000 აშშ დოლარს შეადგენს. მისი აქციები დაყოფილია ჩვეულებრივ და პრივილეგირებულ სახელობით აქციებად. საწესდებო კაპიტალი დაყოფილია 1 ლარის ნომინალური ღირებულების მქონე 6 470 588 ცალ ჩვეულებრივ აქციად და 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების მქონე 193 ცალ ნებადართულ პრივილეგირებულ აქციად.
სს ,,ნიკორას'' ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიაშია დალისტული

























