მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნიკორაში" თამბაქოს დეფიციტია - "მოსალოდნელი გაძვირების ფონზე მოსახლეობამ თამბაქოს ჭარბი შეძენა დაიწყო"

585bc648133fe
ანი ჯოხაძე
22.12.16 16:24
1935
მაღაზიათა ქსელ "ნიკორა“-ში სიგარეტების გარკვეული ბრენდები აღარ ჩანს. "იქიდან გამომდინარე, რომ სიგარეტის გაძვირების მოლოდინი არსებობს, ხალხი უფრო მეტს ყიდულობს" აცხადებს მაღაზიათა ქსელ ნიკორას წარმომადგენელი „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა განაპირობა ქსელში გარკვეული მარკის სიგარეტების მარაგის ამოწურვა, მაგრამ ეს არ არის გრძელვადიანი ან სისტემატიური მდგომარეობა და გაძლიერებულ რეჟიმში მაღაზიების დამარაგება უკვე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ რომ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 1 იანვრიდან იზრდება, რაც პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები