მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიმბი Vinitaly-ზე: ქართული ღვინის ტრიუმფი და სტრატეგიული ნაბიჯები მსოფლიო ბაზარზე

ნიმბი
24.04.26 09:17
975

1967 წლიდან მოყოლებული, იტალიის ქალაქი ვერონა ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოს უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენას — Vinitaly-ს, რომელიც ათასობით მწარმოებელს, ენთუზიასტს, ჟურნალისტსა და დარგის ექსპერტს აერთიანებს. წელს ამ გლობალურ პლატფორმაზე, სადაც იტალიური და საერთაშორისო ღვინოების საუკეთესო ნიმუშებმა მოიყარა თავი, ქართული ბრენდი „ნიმბიც“ წარდგა.

საერთაშორისო გამოფენა Vinitaly-ზე „ნიმბი“ ექსკლუზიურად Famiglia Cotarella-ს საგამოფენო სივრცეში იყო წარმოდგენილი. იტალიური მეღვინეობის ამ საკულტო ოჯახთან კოლაბორაცია და ის ფაქტი, რომ ბრენდის მთავარი მეღვინე თავად ლეგენდარული რიკარდო კოტარელაა, არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ახალი, მასშტაბური შესაძლებლობების დასაწყისი აღმოჩნდა.

კომპანიისთვის ეს გამოფენა არა მხოლოდ პრეზენტაცია, არამედ სტრატეგიული წინსვლის შესაძლებლობა აღმოჩნდა, რადგან ვერონაში გამართული შეხვედრები პირდაპირ უკავშირდებოდა ისეთ პრიორიტეტულ ბაზრებზე დამკვიდრებას, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია , აშშ და სხვები. ბაზრის ლიდერებთან გამართული დიალოგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ნიმბის“ ამბიციას, გახდეს საერთაშორისო ღვინის სამყაროს განუყოფელი ნაწილი.

გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ბრენდის მთავარი მეღვინის, ლეგენდარული რიკარდო კოტარელას მიერ „ნიმბის“ წარდგენა და მასთან დაკავშირებული დეგუსტაცია იყო. კოტარელამ სტუმრებს ექსკლუზიური ღონისძიება „Vigne dal mondo“ (ვენახები მსოფლიოდან) შესთავაზა. ეს იყო ერთგვარი მოგზაურობა სხვადასხვა კულტურასა და ტრადიციაში, სადაც თითოეული ეტიკეტი საკუთარი წარმომავლობის ავთენტიკურ ისტორიას ჰყვებოდა, თუმცა ყველა მათგანს კოტარელას ხელწერა და მეღვინეობისადმი მისი განსაკუთრებული მგრძნობელობა აერთიანებდა.

„ნიმბის“ ხარისხი და პოტენციალი სათანადოდ შეაფასეს დარგის პროფესიონალებმა და მედიის წარმომადგენლებმაც. მათ შორის გამორჩეული იყო ცნობილი ჟურნალისტი, ერიკა მანტოვანი, რომელმაც „ნიმბის“ ღვინო 95 ქულით შეაფასა და ბრენდს მიუძღვნა სტატია ჟურნალ “VertdeVin”-ში, სადაც ავტორმა ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ ღვინის გამორჩეულობაზე , არამედ ბრენდის შექმნის ისტორიასა და მთავარ ხედვაზე.

წარმატებული გამოფენის შემდეგ, „ნიმბი“ მომავალს კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით უყურებს. კომპანიის სტრატეგია ასორტიმენტის გაფართოებასა და ახალი პრემიუმ ხაზის შექმნას ითვალისწინებს, რათა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინოს ქართული ღვინის შესაძლებლობები. ექსპორტის მიმართულებით აქტიური მუშაობა გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნიმბის“ ისტორია მსოფლიოს კიდევ ბევრ წამყვან ბაზარზე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები