მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინა კობახიძე საჯარო სამსახურს ტოვებს და ბიზნესში მიდის. ამის შესახებ მან Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ნინა კობახიძე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სადაზღვევო სფეროს უბრუნდება და კერძო სექტორში საქმიანობას კომპანია Global Benefits Georgia-ში გააგრძელებს. ბაზარზე ახალი მოთამაშის დედა კომპანია ამერიკული Global Benefits Group-ია, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიაა, 36-წლიანი გამოცდილებით. ახალი კომპანიის პარტნიორი "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" იქნება.
„ნინა კობახიძის კომპანია, თავის ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აპირებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი ხელწერის შემოტანას – ეს იქნება ინოვაციური პროდუქტები და მოქნილი, ინდივიდუალური მიდგომა პარტნიორებთან“,- წერს ქართული „ფორბსი“.

























