ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე პოლიციამ გაათავისუფლა. ის რამდენიმე საათის განმავლობაში "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" საბაბით იყო დაკავებული. როგორც ამბობს, განყოფილებაში უთხრეს, რომ სასამართლო სხდომა ხვალ, 4 ნოემბერს გაიმართება.
მიმდინარე წლის ოქტომბერში "ქართული ოცნების" პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. იგივე ქმედების განმეორება კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ ცვლილების საფუძველზე აქციის ათობით მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული წესით. დღეს, 3 ნოემბერს, ზურაბ მენთეშაშვილს "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" განმეორებით ქმედებაზე პატიმრობა შეუფარდეს. მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


























