ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით პროფესორი ნინო დობორჯგინიძე აირჩიეს. როგორც უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 2 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილებით, ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ნინო დობორჯგინიძე ლინგვისტიკის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი დაარსების დღიდან მუშაობს.
კონკურსი რექტორის ასარჩევად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2025 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა.




























