მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნინო გალუსტაშვილი და დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ - ჯო უილსონი მათე დევიძის საქმეზე

ჯო უილსონი

"ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა", - ასე ეხაურება ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი მოსამართლე გალუსტაშვილის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას.

ამერიკელი კონგრესმენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოსამართლე "ნინო გალუსტაშვილი და ამ საზარელი დანაშაულის სხვა მონაწილეები სანქციების ქვეშ უნდა აღმოჩნდნენ".

“ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს 21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა ციხეში უბრალოდ იმისთვის, რომ თავისი ქვეყნისთვის თავისუფალი მომავალი სურდა. ნინო გალუსტაშვილი და ამ საზიზღარი დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ“, - წერს უილსონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები