მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნინო მათითაიშვილი: კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობები ბიზნესისთვის ძალიან სასარგებლოა

5fe895c3bd0f2
თათია კაკიაშვილი
18.12.20 19:00
344
„ბიზნესისთვის ძალიან სასარგებლოა კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობების განხორციელება“, - ამის შესახებ კომპანია HG-ის დამფუძნებელმა ნინო მათითაიშვილმა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

„ჩვენს შემთხვევაში, იმატა გაყიდვებმა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა კომპანიის შემოსავლიანობაზე; ასევე, საზოგადოებისთვის არის ძალიან სასარგებლო და ქვეყნისთვისაც, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ჩვენ წვლილი შევიტანეთ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და დავასაქმეთ ადამიანები, რომლებიც პანდემიის პერიოდში სამსახურის გარეშე დარჩნენ“, - განაცხადა მათითაიშვილმა.



ცნობისთვის: კომპანია HG პირველია საქართველოში, ვინც მოძებნა პლასტმასთან ბრძოლის რეალური და ყველაზე მასშტაბური ალტერნატივა. ის თავისი საქმიანობით და სხვადასხვა კომპანიების ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პლასტმასის ჩანაცვლებას ქაღალდით.

„გაერო-ს „საქართველოს გლობალური შეთანხმების ქსელის“ ფასილიტაციით, პარტნიორული პროექტი განვახორციელეთ. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს გადავეცით მრავალჯერადი მოხმარების პირბადეები, რისი წარმოებაც დავიწყეთ პანდემიის პერიოდში და მათი დახმარებით მოხდა პირბადეების გაზიარება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის. ასევე, განვახორციელეთ პარტნიორული პროექტი, რაც გულისხმობს იმ ადამიანების დასაქმებას, ვინც უსამსახუროდ დარჩა, მასში მონაწილეობდა 30-მდე, იძულებით გადაადგილებული წარმატებული ქალი; ჩვენ მათთან დღემდე ვთანამშრომლობთ. ამ პროექტით მივიღეთ მონაწილეობა კორპორაციული პასუხისმგებლობის დაჯილდოებაში და მოვიპოვეთ გამარჯვება ნომინაციაში „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო მათითაიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები