"თქვენმა ისტორიამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ვაფასებთ თქვენს მონაწილეობას ჩვენს დისკუსიაში, რომელიც ქალბატონების გაძლიერებას, დახმარებას და მათ ჩართვას გულისხმობს მსოფლიო სტაბილურობის და კეთილდღეობის შექმნაში.
იმედი მაქვს, თქვენი გამოცდილება სხვა ქალბატონებსაც მისცემს ბიძგს და ინსპირაციას, გახდნენ უფრო ძლიერები და ჩაერთონ მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში. მინდა ასევე მადლობა გადაგიხადოთ ძალიან ლამაზი ქართული შარფისთვის (ყაბალახი). ყოველთვის, როდესაც ამ შარფს გამოვიყენებ თქვენ გამახსენდებით“ - ნათქვამია წერილში.

























